Free hosting service

  მთავარი
 რას გთავაზობთ?

  რა საჭიროა საიტი?
  site.ge-ს უპირატესობა
  საერთო შეკითხვები
  რეკომენდაციები

  აირჩიე დიზაინი
  ინსტრუქცია
  შეთანხმება
  ფორუმი
  კავშირი

ინსტრუქცია
როგორ ჩავწეროთ საიტი

საიტის ჩაწერის სუკეთესო საშუალებაა FTP SmartFTP

FTP - წარმოადგენს ფაილებების გადაცემის პროტოკოლს (File Transfer Protocol). მის ძირითად დანიშნულებას ინტერნეტში თქვენგან მოშორებით მყოფ კომპიუტერზე (სერვერზე) ფაილების კოპირება, გადაცემა და მიღება წარმოადგენს. ასევე თქვენ FTP-ს საშუალებით პირდაპირ შეგიძლიათ ისეთი ცვლილებების შეტანა სხვა კომპიუტერზე როგორიცაა კატალოგის შექმნა, წაშლა, რედაქტირება და სხვა.

იმისათვის რომ FTP პროტოკოლი გამოიყენოთ, თქვენ დაგჭირდებათ სპეციალური პროგრამა - ე.წ. FTP- კლიენტი. FTP- კლიენტადშეიძლება გამოყენებული იქნას ინტერნეტ ბრაუზერი ( MS Internet Explorer, Netscape Navigator), ფაილების მართვის პროგრამა FAR, სპეციალურო პროგრამა CuteFtp და სხვა. FTP- კლიენტს შეიცავს ისეთი HTML რედაქტორები, როგორიცაა HomeSite, Dreamweaver ან FrontPage.

როგორ მივუერთდე site.ge-ს FTP-თი?

ბრაუზერის ან პროგრამა FAR -ის ბრძანებთა რიგში (English) უნდა აკრიფოთ შემდეგი:
ftp://თქვენი ლოგინი: პაროლი@site.ge
მაგალითად თუ თქვენი სახელია giorgi, ხოლო მიღებული პაროლი 12345678, მაშინ ბრძანებათა რიგში უნდა ჩაწეროთ:

ftp://giorgi:12345678@site.ge
როგორც კი მოხდება მიერთება, თქვენს ფანჯარაში გამოჩნდება თქვენი საიტის ფაილების სია.

ყურადღება!!!

თუ თქვენ უერთდებით ინტერნეტს პროქსი-სერვერის საშუალებით, FTP პროტოკოლის გამოიყენება მხოლოდ პასიურ რეჟიმშია შესაძლებელი. ეს ნიშნავს, რომ ბრაუზერებით და სხვ პროგრამებით, რომლებსაც არ გააჩნიათ კავშირის შეცვლის რეჟიმი, FTP არ იმუშავებს.
პროგრამაში CuteFtp დააჭირეთ ღილაკს F4 . გაიხსნება ფანჯარა, სადაც აუცილებლად უნდა დააყენოთ:

FTP Host Address: site.ge
FTP site User Name: თქვენი ლოგინი
FTP site Password: თქვენი პაროლი

ასევე შეგიძლიათ დააყენოთ:

FTP site connection port:21
Label for site: აკრიფეთ ნებისმიერი სიტყვა. ეს თქვენი შეერთების სახელია.
ამ ფორმის შევსების სემდეგ დააჭირეთ ღილაკს Edit
აუცილებელია მონიშნოთ Use PASV mode

ამის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს OK, რის შედეგადაც ეს ფანჯარა დაიხურება. დარჩენილ ფანჯარაში დააჭირეთ ღილაკს connect. თქვენი კავშირი დამყარებულია.

როგორ ვიმუშაოთ პროგრამაში Dreamweaver.

ამოირჩიეთ მენიუში Site...->New Site .... გაიხსნება ახალი ფანჯარა, სადაც კატეგორიაში Local Info აუცილებლად უნდა დააყენოთ:

Local Root Folder: ამოირჩიეთ ფაილი თქვენს ლოკალურ დისკზე, სადაც ტქვენი საიტის სამუშაო კოპიოები ინახება.

HTTD Adress: ინტერნეტში თქვენი საიტის მისამართი

Site Name: აკრიფეთ ნებისმიერი სიტყვა. ეს თქვენი შეერთების სახელია

შემდეგ გადადიხართ კატეგორიაში Web Server Info და აყენებთ:

Server Access: FTP
FTP Host: site.ge
Login: თქვენი ლოგინი
Password: თქვენი პაროლი
აუცილებელია მონიშნოთ Use Passive FTP

Host Directoty: თუ თქვენ არაფერს არ ჩაწერთ ამ გრაფაში, ფაილების კოპირება მოხდება თქვენი საიტის ძირითად დირექტორიაში.

იმისათვის რომ მოახდინოთ ფაილის კოპირება, საკმარისია გადაიტანოთ იგი საჭირო გვერდზე. თუ თქვენი მიერთება ხდება პროგრამით FAR, ეს ისეთივე მარტივია როგორც თქვენს კომპიუტერზე თქვენი ფაილების HD -ზე ცვლილება.

სად ჩავწეროთ საიტი?

მოათავსეთ თქვენი ვებ გვერდი პაპკაში public_html და მხოლოდ მანდ!
სხვა დანარჩენ ადგილმდებარეობაზე იგი არ იმუშავებს!

მნიშვნელოვანია:
FTP პროტოკოლის გამოიყენებისას ფაილთა სახელები შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ლათინური ალფავიტის ასოებს, ციფრებს და სიმბოლებს. ფაილის სახელი არ უნდა იწყებოდეს წერტილით.

მას შემდეგ რაც თქვენ ჩატვირთეთ ახალი ფაილები, თქვენს მონიტორზე ისევ ძველი ვერსია გამოისეხება? იმისათვის რომ განაახლოთ გამოსახულება, საჭიროა დააჭიროთ ღილაკს Refresh (Reload) თქვენი ბრაუზერის მენიუში ან Ctrl+R კლავიშთა კომბინაციას კლავიატურაზე. ეს ბრძანება გადატვირთავს გვერდს არა თქვენი კომპიუტერს კეშ-ში , არამედ უშუალოდ სერვერზე

ფაილები site.ge-ზე უნდა განთავსდეს UTF-8 კოდირებაში.

თუ ეს მოკლე აღწერა ვერ დაგეხმარებათ ან
წარმოგექმნებათ ნებისმიერი შეკითხვა
დასვით იგი ჩვენს ფორუმზე
 
 




Copyright © 2003-2014 Boom.ge
რეკლამა | სტატისტიკა | კავშირი