Free hosting service

  მთავარი
 რას გთავაზობთ?

  რა საჭიროა საიტი?
  site.ge-ს უპირატესობა
  საერთო შეკითხვები
  რეკომენდაციები

  აირჩიე დიზაინი
  ინსტრუქცია
  შეთანხმება
  ფორუმი
  კავშირი


რეკომენდაციები
ჩემს შესახებ
მოყევით თქვენს შესახებ, თქვენს ჰობიზე, მეგობრებზე ან სამსახურზე. თქვენს საყვარელ მწერალზე, მოგზაურობაზე ან თქვენი ოჯახის ცხოველებზე. მოყევით კულინარიის იმ უნიკალურ რეცეპტებზე, რომელზეც გსმენიათ ან თქვენ თვითონ დაგიმზადებიათ. ყველაზე ლამაზ სურათზე თქვენს კოლექციაში ან თქვენი სიყვარულის ისტორიაზე. ეს არა მარტო თქვენთვისაა საინტერესო.

ფოტოალბომი
გაქვთ ფოტორეპორტაჟი ბოლო ხმაურიანი წვეულებიდან? ახლახან დაბრუნდით მოგზაურობიდან და პირველად დადქით თხილამურებზე? განათავსეთ ფოტოალბომი თქვენს პირად გვერდზე.

ფანატებისა და თაყვანისმცემელთათვის
შემოიკრიბეთ თქვენს ირგვლივ თანამოაზრეები. შექმენით ფან-კლუბი ან უბრალოდ თქვენი რჩეულისადმი მიძღვნილი გვერდი.

რომანტიკა
მხოლოდ მათთვის, ვისაც ჯერ არ უგრძვნია რამდენად ამაღელვებელი ან რომანტიული შეიძლება იყოს გაცნობა ინტერნეტის მეშვეობით. ეს თქვენი შანსია გამოსცადოთ.

საყვარელი ლინკები
თქვენ მუდმივად ინტერნეტში მუშაობთ და თქვენთვის უამრავი საიტის მისამართია ცნობილი, რომლებიც სარგებლობას მოუტანს თქვენს მეგობრებს? განათავსეთ თქვენს საშინაო გვერდზე საყვარელი საიტების ლინკები და გაუზიარეთ სხვებსაც მათი კოლექცია.

განცხადება ან მოსაწვევი
თქვენ დაბადების დღე ან ქორწილი გაქვთ? დიდ წვეულებას გეგმავთ? რაიმე მნიშნელოვანი მოხდა თქვენს ცხოვრებაში? ახალი მანქანა შეიძინეთ თუ უბრალოდ თმები გადაიღებეთ პირადი გვერდის საშუალებით ადვილად შეატყობინებთ ამის შესახებ მეგობრებს .

საქმიანი გვერდი
თქვენ საკუთარი მცირე ბიზნესი გაგაჩნიათ? მოუყევით ამის შესახებ ათასობით ადამიანს, რომელთა შორის თქვენი პოტენციური კლიენტები ან პარტნიორები შეიძლება იყვნენ. ეს კარგი საშუალებაა, რათა თქვენი მცირე ბიზნესი დიდში გადაიზარდოს.

საიტის მთავარი გვერდი
როგორც ქვეყანას სჭირდება დროშა და გერბი, ისე თქვენს საიტს სჭირდება პირველი – სატიტულო გვერდი. არ დაივიწყოთ ამის შესახებ.
 
 




Copyright © 2003-2014 Boom.ge
რეკლამა | სტატისტიკა | კავშირი